ჩინეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჩინეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 64 შიდა გადაცემის შედეგია, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკვე მეორე დღეა, ქვეყანაში 6 მარტის შემდეგ კოვიდ 19-ის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი ფიქსირდება.

აღსანიშნავია, რომ 64 ახალი შემთხვევიდან 57 სინძიანის პროვინციაში დადასტურდა. პროვიინციის უდიდეს ქალაქ ურუმჩიში, სადაც ბოლო 5 თვის განმავლობაში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა დაფიქსირებულა, 15 ივლისიდან გავრცელების ახალი ტალღა დაიწყო.

ცნობისათვის, პანდემიის დაწყებიდან ჩინეთში კორონავირუსის 83 959 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 4 634 ადამიანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა