ბრაზილიაში კორონავირუსის 23 284 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 614 ადამიანი გარდაიცვალა

ბრაზილიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 23 284 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 442 375-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ბრაზილიაში კოვიდ 19-ს კიდევ 614 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 87 618-ს მიაღწია.

ცნობისათვის, ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, გუშინ სამუშაოს ოფიციალურად დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც ვირუსზე ჩატარებულმა ტესტმა ნეგატიური პასუხი აჩვენა.

იხილეთ ვიდეო:ბრაზილიაში კორონავირუსის 23 284 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 614 ადამიანი გარდაიცვალა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს