რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული სიტუაცია განიხილეს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრის დროს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე არსებული სიტუაცია განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მხარეებმა სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე სიტუაციის გამწვავება განიხილეს. ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ დაუშვებელია ისეთი ქმედებები, რომლებიც დაძაბულობის ესკალაციას იწვევს. მხარეების განცხადებით, ისინი კონფლიქტური სიტუაციის მხოლოდ მშვიდობიანი, დიალოგის გზით გადაჭრით არიან დაინტერესებული“, - ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ლიდერებმა გამოთქვეს მზადყოფნა, კოორდინაცია გაუწიონ რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციის მცდელობებს. პუტინმა და ერდოღანმა ასევე აღნიშნეს, რომ ”არ არსებობს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის პოლიტიკური და დიპლომატიური გზით მოგვარების ალტერნატივა.“

სიტუაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიძაბა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დაპირისპირების შედეგად როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების რამდენიმე ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა.

იხილეთ ვიდეო:რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული სიტუაცია განიხილეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა