ესპანეთის პრემიერ-მინისტრი - დიდი ბრიტანეთის მიერ ესპანეთისთვის დაწესებული სამგზავრო შეზღუდვები არამართებულია

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ესპანეთისთვის დაწესებული სამგზავრო შეზღუდვები არამართებულია, - ამის შესახებ ესპანეთის პერმიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა.

მისივე თქმით, ტურისტები ესპანეთის უმეტეს რეგიონში უფრო დაცულები იქნებიან, ვიდრე გაერთიანებულ სამეფოში.

„ბრიტანეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, რათა ისინი დავარწმუნოთ, გადახედონ ზომას, რომელიც, ჩვენი აზრით, ესპანეთში, განსაკუთრებით კი ზოგიერთ ტურისტულ რეგიონში, არსებულ ეპიდსიტუაციასთან შესაბამისობაში არ არის,“- განაცხადა პედრო სანჩესმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში დაფიქსირებული ახალი შემთხვევების 64.5% ორ ტერიტორიაზე მოდის და ესპანეთის უმეტეს ნაწილში კოვიდ 19-ის გავრცელების მაჩვენებელი გაერთიანებულ სამეფოში დაფიქსირებულ შემთხვევებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, ესპანეთში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ. ესპანეთიდან ქვეყანაში ჩასული პირებისთვის კი ორკვირიანი კარანტინის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

იხილეთ ვიდეო:ესპანეთის პრემიერ-მინისტრი - დიდი ბრიტანეთის მიერ ესპანეთისთვის დაწესებული სამგზავრო შეზღუდვები არამართებულია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა