საბაუნი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ბიზნესსექტორის მხარდამჭერი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ბიზნესის და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამთა მიქაბერიძემ და სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი გორაძემ წარადგინეს.

პრეზენტაცია მრგვალი მაგიდის ფორმატში წარიმართა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა), იურიდიული დახმარების სამსახურის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უშუალოდ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა, რომლებმაც დადებითად შეაფასეს პროექტი და გამოთქვეს შემდგომი თანამშრომლობის სურვილი.

პროექტი ითვალისწინებს მცირე და საშუალო კომპანიებისთვის იურიდიულ და ბიზნეს კონსულტაციებსა და რეკომენდაციებს სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა:

  • ეკონომიკური და სამართლებრივი გარემოს ანალიზი;
  • სრული სამართლებრივი ექსპერტიზა;
  • ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
  • ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯერული გადაწყვეტილებები;
  • ბიზნეს სტრატეგიის ანალიზი და მისი მოდიფიცირება;
  • გაყიდვების პოლიტიკის ანალიზი.

კონკეტულ შემთხვევებზე იმუშავებს სპეციალურად შექმნილი გუნდი, რომელშიც ჩაერთვებიან საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტისა და სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, მაგისტრანტები და კურსდამთავრებულები, ამავე ფაკულტეტების პრაქტიკოსი ლექტორები და ტრენერები.

პროექტი საბაუნის პოსტპანდემიური სოციალური კამპანიის ნაწილია, რითაც უნივერსიტეტი ცდილობს ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესს აღნიშნული კრიზისული სიტუაციიდან თავის დაღწევაში.

პროექტის ფარგლებში, ნებისმიერი საწარმო, რომელიც მიმართავს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს, ზემოაღნიშნულ მომსახურებას მიიღებს სრულიად უფასოდ.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდს: http://sabauni.edu.ge/ka/content/34/231/419/368/0/0

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა