დონალდ ტრამპი - ნამდვილად მჯერა, რომ გუბერნატორებმა შტატები უნდა გახსნან

„ნამდვილად მჯერა, რომ ბევრმა გუბერნატორმა შტატები უნდა გახსნას", - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. CNN-ის ცნობით, ტრამპი შტატების გახსნისკენ მიმართულ აგიტაციას კვლავ უბრუნდება, მიუხედავად იმისა, რომ გასული კვირის განმავლობაში ჰქონდა მცდელობა ეჩვენებინა ამერიკელი ხალხისთვის, რომ ვირუსს სერიოზულად აღიქვამს. ამჯერად, ჩრდილოეთ კაროლინაში ვიზიტის დროს, ტრამპმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა შტატს მითითებების მკაცრმა დაცვამ ვითარების გამოსწორების საშუალება უნდა მისცეს.

აშშ-ს პრეზიდენტმა ქვეყანაში კორონავირუსის მიერ გამოწვეული რთული ვითარების მიუხედავად, შტატებს ადრეული გახსნა რამდენიმე თვის წინაც ურჩია, რის გამოც კრიტიკა დაიმსახურა.

იხილეთ ვიდეო: დონალდ ტრამპი - ნამდვილად მჯერა, რომ ბევრმა გუბერნატორმა შტატი უნდა გახსნას

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა