კიმ ჩენ ინი - ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის წყალობით, დედამიწაზე ომი აღარ იქნება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის წყალობით, დედამიწაზე ომი აღარ იქნება. როგორც CNN ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით იტყობინება, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ სჯერა, ქვეყანას ომებში მონაწილეობის მიღება აღარ დასჭირდება, ვინაიდან ჩრდილოეთ კორეის ბირთვული არსენალი მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

„ჩვენი საიმედო და ეფექტიანი თავდაცვითი ბირთვული შემაკავებლით, ამ დედამიწაზე ომი აღარ იქნება და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და მომავალი სამუდამოდ იქნება დაცული", - განაცხადა კიმ ჩენ ინმა სიტყვით გამოსვლისას.

კორეის ომის დასრულების 67-ე წლის იუბილეზე, ვეტერანებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ბირთვული იარაღი ჩრდილოეთ კორეას საშუალებას მისცემს, "თავი დაიცვას იმპერიალისტებისა და მტრული ძალების მხრიდან ნებისმიერი დიდი ზეწოლისა და სამხედრო საფრთხეების წინააღმდეგ".

იხილეთ ვიდეო:კიმ ჩენ ინი - ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის დამსახურებით, დედამიწაზე ომი აღარ იქნება

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა