ორგანიზაციამ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ და ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ახალ პროექტს, „ეკოთეკას“ ჩაუყარეს საფუძველი

ორგანიზაციამ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ და ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ახალ პროექტს, „ეკოთეკას“ ჩაუყარეს საფუძველი.

ორგანიზაციის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ინფორმაციით, პროექტი ყველა იმ გარემოსდაცვით პროექტს და ინიციატივას მოუყრის თავს, რაც უახლოეს პერიოდში საქართველოში განხორციელებულა. პროექტის ავტორები ყველა კერძო კომპანიას, ორგანიზაციას და კერძო პირს ამ ინიციატივაში ჩართვას და ერთიანი ციფრული არქივის მრავალფეროვანი მასალით გამდიდრებას სთავაზობენ.

„რა არის ეკოთეკა? - ეს არის ეროვნული ბიბლიოთეკის ბაზაზე არსებული ციფრული პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს ვიზუალურ ინფორმაციას საქართველოში ჩატარებულ საინტერესო ეკოაქტივობების შესახებ, საზოგადოებას გააცნობს საინტერესო გარემოსდაცვით იდეებს და ადამიანებს, ვინც ამ ინიციატივებს უყრის საფუძველს.

რა მიზანი აქვს ეკოთეკას? - ერთ სივრცეში თავი მოუყაროს და ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ვიზუალური ინფორმაცია საქართველოში ჩატარებული ეკოაქტივობების და გარემოსდაცვითი პროექტების შესახებ.

ვის გააერთიანებს ეკოთეკა? - ყველა ორგანიზაციას, კერძო კომპანიას და პირს, ვისაც სხვადასხვა პერიოდში გარემოსდაცვით აქტივობები განუხორციელებია, აქვს შესაბამისი მასალა (ფოტოები, პლაკატები, პოსტერები და ა.შ.) რომელიც კარგად ასახავს გარემოსდაცვით აქტივობებს და ახლავს მცირე აღწერილობა ჩატარებული საქმიანობის შესახებ. ( პროექტი, წელი, ადგილი, მიზანი, მონაწილე ადამიანები და ა.შ.)

როგორ უნდა განათავსდეს მასალა ეკოთეკაში?

გარემოსდაცვითი პროქტის ინიციატორებმა უნდა მიაწოდონ მასალა შესაბამისი აღწერილობით ორგანიზაცია დავიცვათ საქართველოს სისუფთავეს საკომუნიკაციო ჯგუფს,info@kgt.ge რომლის ჩართულობითაც მასალა ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ პლატფორმაზე „ეკოთეკა“ ავტორის ეგიდით განთავსდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს