სერგო რატიანი სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებულ კანონდარღვევებზე საუბრობს და განათლების მინისტრს მიმართავს

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებულ კანონდარღვევებზე მიუთითებს. მისი განცხადებით, დღეს სრულდება უკანონოდ გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვის კონსოლიდირებული ტენდერი. რატიანი განათლების მინისტრს მიმართავს, განმარტოს, რამ გამოიწვია გრიფირების პროცესის, კანონში განსახორციელებელი ცვლილების გარეშე ჩატარება.

„გრიფირების გამოცხადებისას და ამ მომენტისთვისაც არ არსებობს ,,ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება სასკოლო საფეხურების შესახებ, დღემდე საბაზო საფეხური მოიცავს VII-IX კლასებს, შესაბამისად, საგნობრივი სტანდარტიც ეროვნულ სასწავლო გეგმაში სწორედ, ამ სასკოლო კლასების საგნების შესახებ ინფორმაციას მოიცავს.

მიუხედავად ამისა, სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული 2020 წლის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების მასწავლებლის წიგნები ადასტურებს, რომ მოსწავლეთა სახელმძღვანელოები შექმნილია საბაზო საფეხურის 4 სასწავლო წელზე, VII-X კლასებისთვის მაშინ, როცა ამავე ვებ-გვერდის 2018-2024 სასწავლო წლების ეროვნული სასწავლო გეგმის საბაზო საფეხურის სტანდარტი წარმოდგენილია 3 სასწავლო წელზე, VII-IX კლასებზე.

აქედან გამომდინარე, სამინისტრომ კანონში სკოლის საბაზო საფეხურის კლასების ცვლილების გარეშე, კანონდარღვევით, გამოაცხადა და ჩაატარა კანონით არარსებული საბაზო საფეხურისთვის საჭირო სახელმძღვანელოების გრიფირება, ამასთანავე, ამისათვის არაერთი მილიონი ლარი გამოყო ბიუჯეტიდან.

ასევე, შესაბამისად, არ არსებობს დამტკიცებული სტანდარტი, რომლის საფუძველზეც უნდა განხორციელებულიყო ახალი სახელმძღვანელოების შემუშავება, მეტიც მასწავლებელთა წიგნებში აღნიშნული სტანდარტით შემუშავებული სახელმძღვანელოები შეუსაბამოა საგანმანათლებლო პროცესისთვის და ვერ შეძლებს წლიური სტანდარტით განსაზღვრული შედეგების მიღწევას, რაც უარყოფითად აისახება არამხოლოდ მითითებული კლასების განათლების ხარისხზე, არამედ მთლიანად საფეხურის მიზნების მიღწევას დააყენებს ეჭვქვეშ.

ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ გრიფირების განაცხადის რეგისტრაცია-შემოწმების პროცესს ახლდა არაერთი ხარვეზი, რასაც მოწმობს ავტორთა მიერ ამ მომენტისთვის სასამართლოში მიმდინარე საქმისწარმოება.

საკითხის შესწავლისას აღმოჩენილი მნიშვნელოვანი დარღვევა სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესს ეჭვქვეშ აყენებს, მიანიშნებს მის არაკანონიერებასა და გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების საგანმანათლებლო პროცესში გამოყენების შეუსაბამობაზე.

მივმართავ უწყების მინისტრს, განმარტოს:

რამ გამოიწვია გრიფირების პროცესის, კანონში განსახორციელებელი ცვლილების გარეშე, ჩატარების ფაქტი, რაც დასტურდება მოქმედი სასწავლო გეგმით, კერძოდ, მითითებულ სტანდარტებს შორის არსებული შეუსაბამობით;

თვლის თუ არა, რომ აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვანი კანონდარღვევაა, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს სწავლების ხარისხზე;

არის თუ არა გრიფირებისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიონობით ლარი უკანონო და გაფლანგული თანხა

აქვე, 2020 წლის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების დასაბეჭდად გამოცხადებულია ტენდერი, რომლის ღირებულება 2 849 000 ლარს შეადგენს და წინადადებების მიღების ვადა დღეს ამოიწურა“, - განაცხადა რატიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს