მარინა ეზუგბაია - რამდენიმე დღეა კორონავირუსის  5-6-7-8 შემთხვევაა - ასეთი ზომიერი მატება მართვადია და ქვეყანას რყევებში არ ჩააგდებს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თუ ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი არ გაიზრდება, ეს ქვეყნისთვის ძალიან კარგი იქნება, რადგან ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მართვადია. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ამჟამად ორი „კლასტერია“ - ლილოს ბაზრობისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სადაც აქტიური კვლევები გრძელდება.

„ბოლო 2 კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა დაფიქსირდა -24, რომელიც თითქოს ჩვენთვის შემაშფოთებელი იყო, მაგრამ იქიდან მოყოლებული, ინფიცირებულთა რიცხვი თანდათანობით მცირდება და რამდენიმე დღეა გვაქვს 5-6-7-8 შემთხვევა. თუ ეს სიტუაცია ასე გაგრძელდება, ეს ძალიან კარგი იქნება, რადგან ასეთი ზომიერი მატება მართვადია და ქვეყანას რყევებში არ ჩააგდებს.

როგორც ვიცით, „კლასტერი“ ორია-ერთია ლილოს ბაზრობა და მეორე გარდაბნის მუნიციპალიტეტი. ყველა დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი იზოლირებულია, მათი კვლევა გრძელდება, ყველა კონტაქტირებულის კიდევ კონტაქტირებულთან ურთიერთობა მიდის და ძალიან გეგმაზომიერად მართულია ეს პროცესი. იმედი გვაქვს, როგორც დანარჩენი ლოკალური ეპიდემიები გვქონდა „კლასტერების“ სახით და ყველაფერი კარგად დასრულდა, ესე ასე იქნება და ყველაფერი წესრიგში გვექნება“-განაცხადა ეზუგბაიმ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს