ვარკეთილში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული ალექსანდრე ივანოვის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ვარკეთილში, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული მამაკაცის, ალექსანდრე ივანოვის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს, რომელიც უმისამართოდ ისროდა. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან, გადაისინჯება დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

ბრალდებული ივანოვი პროცესს დისტანციურად ესწრება.

ცნობისთვის, 5 ივნისს, თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, 1975 წელს დაბადებულმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ალექსანდრე ივანოვმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს დახვდათ საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩაკეტილი მოქალაქე, რომელიც ამავე სახლის ფანჯრიდან, მეზობლების თანდასწრებით, მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდა, რითაც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ალექსანდრე ივანოვი დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას და საცხოვრებელი სახლი დატოვა.

ალექსანდრე ივანოვს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 187-ე მუხლის პირველი და 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ასევე, 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას, იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობას და პოლიციელზე თავდასხმას.

იხილეთ ვიდეო:სასამართლო ვარკეთილში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულის საქმეზე მსჯელობს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა