ოთარ კახიძე - „ნაცმოძრაობას“ უნდა ყველგან დააყენოს კანდიდატი და თვითონ იყოს მეორე ტურში, რაც არაპრაგმატული მიდგომაა

„ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა ყველგან დააყენოს კანდიდატი და ყველგან თვითონ იყოს მეორე ტურში, რაც ჩემი აზრით, არის არაპრაგმატული მიდგომა , რადგან ამით ივანიშვილს შანსს აძლევენ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

კახიძის თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერაზე უარს იტყვის, დასკვნებს ამომრჩეველი გააკეთებს.

„ნაცმოძრაობის“ 2018 წლის მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ, ჩვენი მხარდაჭერის პირობებში და სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერის პირობებში აქვს საშუალება, რომ ზუგდიდი, თელავი, რუსთავი პირველივე ტურში მოიგოს და ეს განაცხადია უკვე ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიისგან, რომ ის არის ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ალტერნატივა და მომავალი კოალიციის ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშე და ამას თუ არ გააკეთებენ, დასკვნებს ამომრჩეველი გამოიტანს, რომ სიხარბე ხომ არ დადგა პრაგმატული და ივანიშვილის მოშორების ინტერესზე წინ. მაგრამ მე ვთვლი, რომ თბილისის შეთანხმებამ ძალიან კარგი პრეცენდენტი შექმნა, რომ მომავალშიც ეს რეალობა გაგრძელდეს და ეს კვირა ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ დავაახლოვოთ პოზიციები. თუ ჩვენ ჩამოვყალიბდებით იმაზე, რომ საბოლოო ჯამში ოპოზიციის მეორე ტურში გასული ფალავანი გაირკვევა, ესეც არის ივანიშვილთან დაპირისპირების გზა, ეს არ ნიშნავს რომ ამით ივანიშვილი მოიგებს, უბრალოდ ამით ივანიშვილს მიეცემა პროპაგანდის საშუალება და მეტი არგუმენტი, რომ შავ-თეთრი სურათი დახატოს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ასე არ იყოს, რომ ყველგან „ნაცმოძრაობა“ არ გავიდეს მეორე ტურში, ამისთვის ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებს მოვუწოდეთ, რომ დავაახლოვოთ პოზიციები“, - განაცხადა კახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო