სალომე სამადაშვილი - აშშ-სთან სტრატეგიულ კავშირს წინ ეღობება ოლიგარქიული პოლიტიკური რეჟიმი

კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით იმაში, რომ ქვეყნის სტრატეგიულ კავშირს აშშ- სთან, წინ ეღობება ოლიგარქიული პოლიტიკური რეჟიმი, რომელიც გააფრთხილეს გუშინ ვაშინგტონიდან, რომ უნდა მოემზადოს თავისუფალი არჩევნების გზით ხელისუფლების დატოვებისთვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის, მაიკ პომპეოსა და პრემიერ- მინისტრ გიორგი გახარიას სატელეფონო საუბარს.

სამადაშვილის თქმით, გზავნილი, რომელიც მაიკ პომპეოს ჰქონდა, მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე დაიწყო იმ ანგარიშის მომზადება, რომელიც მოითხოვა მისგან აშშ- ის კონგრესმა, როცა დააწესა ფინანსური სანქცია საქართველოსთვის განკუთვნილ დახმარებაზე.

„იმის პარალელურად, რომ „ქართული ოცნება" ატყუებს საზოგადოებას, რომ ვაშინგტონში არ არსებობდა არანაირი შეშფოთება ქვეყანაში დემოკრატიის და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაქტიურად გამაფრთხილებელი საუბარი ჩაატარა ქვეყნის პრემიერ- მინისტრთან, რაც შეეხება ქვეყანაში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას. ასეთი გზავნილი აჩვენებს ერთ რამეს, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყო უკვე იმ ანგარიშის მომზადება, რომელიც მოითხოვა მისგან აშშ-ის კონგრესმა, როცა დააწესა ფინანსური სანქცია საქართველოსთვის განკუთვნილ დახმარებაზე და სახელმწიფო დეპარტამენტმა საჭიროდ ჩათვალა, რომ „ქართული ოცნება“ და ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა გაეფრთხილებინა იმ შედეგებზე, რაც მოჰყვება არჩევნების გაყალბებას, რადგან მათ ახსოვთ, როგორ ჩატარდა წინა არჩევნები ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ მე მინდა ყველას ესმოდეს, ვინც მონაწილეობს არჩევნების ჩატარებაში: საარჩევნო ადმინისტრაციას, „ქართული ოცნების“ აქტივს და სხვებს - ნუ შეასრულებთ უკანონო დავალებებს, რომელსაც მიიღებთ მოახლოებულ არჩევნებზე, რადგან ამის შედეგები იქნება ძალიან მძიმე და ამას ნიშნავს სახელმწიფო მდივნის მიერ პრემიერ გახარიასთვის მიცემული გაფრთხილება არჩევნებზე. ეს არჩევნები იქნება გადამწყვეტი ჩვენი და აშშ- ის სტრატეგიული ურთიერთობების მომავლისთვის,"- განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიასთან საუბრისას მაიკ პომპეომ ხაზი გაუსვა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას.

„ის მიესალმა კონსტიტუციური ცვლილებების მიღებას, რომელიც ნაწილობრივ პროპორციულ საარჩევნო სისტემას ითვალისწინებს და ხაზი გაუსვა ბოლო დროს მიღებული საარჩევნო რეფორმების ზედმიწევნით ზუსტად განხორციელების მნიშვნელობას. სახელმწიფო მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად ძალისხმევის გაგრძელების, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი ნაბიჯის მნიშვნელობას,“- აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა