„თბილისი ენერჯი“ - გაზსადენზე გადართვის მიზნით, ხვალ, ისნის რაიონში მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

კომპანია „თბილისი ენერჯის” ცნობით, გაზსადენზე გადართვის მიზნით, ხვალ, 29 ივლისს, დილის 10:00 საათიდან ისნის რაიონში მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება.

მათი ინფორმაციით, გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება იმავე დღეს, 19:00 საათიდან და დასრულდება 22:00 საათამდე.

კომპანიის ცნობით, თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი ქუჩების სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, მიხელაძის (ხომერილის) ქუჩაზე სრულად შეიცვალა ძველი ამორტიზირებული საშუალო წნევის გაზსადენი.

„ხვალ, 29 ივლისს, დილის 10:00 საათიდან გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება კახეთის გზ-სა და კოპცოვის ქუჩის კუთხეში (იგივე ნავთლუღის 1დ.1შ.1) მდებარე შპს ,,ბრაუნი”-ს, ს. დურმიშიძის ქ. 21, ყვარლის ქ. 107ბ, 109, ყვარლის 2ჩ.3, კახეთის გზ. 7, 10, 36ა, 36ბ, 36ვ, კაკაბეთის ქ. 2, 2ა, 2ბ, ვაზისუბნის დასახლების კორპ. 15, 16-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ასევე მეტრომშენეი დასახლება - კალანდაძის, კაკაბაძის, კაკაბეთის, ყარყარაშვილის, ამირეჯიბის, ანდღულაძის, აფანასიევის, არველაძის, გეზათის, ყვარლის, ხაჩატურიანის, ჯანელიძის, წალენჯიხის, ხარაბაძის, ჩოჩუას, შერვაშიძის, ქობულაძის, უშაკოვის, უზნაძის, ტოლუჯის, ტვიშის, სერგი დურმიშიძის, რატილის, ბაქრაძის, ონიანის, ნანეიშვილის, ოლღა გურამიშვილის, მიქელაძის, მთისძირის, ბუკისძირის, მესხეთის, მათიაშვილის, კოპცოვის, ზანდუკელის, მელაანის 1, 2, 3, 4, 5, 6 ქუჩების, საბარგოს დასახლების, ნავთლუღის დასახლების (ზურაბ ბეგიაშვილის, იოსებ და ლეონ ორბელების) კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. აბონენტების ახალ, თანამედროვე ქსელზე გადართვის შემდეგ საგრძნობლად გაუმჯობესდება დედაქალაქის გაზმომარაგება და მას გაცილებით უსაფრთხოს გახდის“,-აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს