კუს ტბის საბაგირო გზა, რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოების გამო, 29 ივლისს მგზავრებს ვერ მოემსახურება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, კუს ტბის საბაგირო გზა მუშაობას ჩვეული რეჟიმით 30 ივლისს განაახლებს.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!“- ნათქვამია ინფორმაციაში.