ზვიად ძიძიგურის განცხადებით, „კონსერვატიული პარტია“ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას

„კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.

ძიძიგურის თქმით, „კონსერვატიულ პარტიას“ აუცილებლად ეყოლება მაჟორიტარობის კანდიდატები იმდენ ოლქში, რამდენსაც პარტია ფინანსურად გაწვდება.

„კონსერვატორების პარტიას“ მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება და დამოუკიდებლად მივდივართ არჩევნებში, ყოველგვარი ალიანსის, ბლოკის და ურთიერთობების გარეშე. მიგვაჩნია, რომ ის ღირებულებები, ის თემები, რომლებიც „კონსერვატორებს“ გვაქვს გასაცოცხლებელი ამ სარჩევნოდ, ეს არ არის არცერთი პარტიის ინტერესებთან თანხვედრაში. მიგვაჩნია, რომ მარტო უნდა წავიდეთ არჩევნებში. ჩვენ აუცილებლად გვეყოლება მაჟორიტარი კანდიდატები იმდენ ოლქში რამდენზეც ფინანსები გაგვწვდება. რაც შეეხება იმას, ვიქნები თუ არა მე მაჟორიტარი კანდიდატი, გეტყვით, რომ მე ამ წუთას ვარ „კონსერვატიული პარტიის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და ჩემი საქმიანობა თუ მომცემს შესაძლებლობას, რომ ვიყო მაჟორიტარობის კანდიდატი, მაშინ ვიქნები. მაგრამ დიდი ალბათობით მე მაჟორიტარობის ფუფუნების საშუალება არ მექნება“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა