ირანში საწვავის ავზის აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია

ირანის ქერმანშაჰის პროვინციაში საწვავის ავზის აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„დოლატ აბადის ინდუსტრიულ ზონაში განთავსებულ ავტოსადგომზე საწვავის ავზი აფეთქდა, რამაც ხანძარი გამოიწვია”, - ნათქვამია ირანული სააგენტო Mizanის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზოგიერთი მედია საშუალების ინფორმაციით, ხანძარი საკმაოდ ძლიერია.

დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

იხილეთ ვიდეო: ირანში საწვავის ავზის აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს