„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ აქცია გამართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ აქცია - პერფორმანსი გამართა.

როგორც თორნიკე მამალაძემ აღნიშნა, იმის მაგივრად, რომ ქვეყანას განვითარებისა და ევროკავშირისკენ ევლო, „საქართველო რუსეთის კლანჭებში კიდევ ერთხელ მოექცა“.

„პირველ რიგში, მინდა ამ ბოროტების ქარხანას და მის შემოქმედს ბიძინა ივანიშვილს გადავუხადოთ „მადლობა“, მადლობა იმისთვის, რომ დაგვაბრუნა იმ შავბნელ 90-იან წლებში, სადაც იყო ძალადობა, მკვლელობა, იარაღის ჩადება, გაუპატიურება და ა.შ. სადაც იყო ავტომატებით საუბარი და საქმის გარჩევები. ამისთვის გვინდა მადლობა გადავუხადოთ ბიძინა ივანიშვილს, რომ ეს ახალგაზრდებიც დააბრუნა იმ 90-იან წლებში, რომელიც მათ არ აქვთ ნანახი და რომელიც ჩვენ გამოვიარეთ, იმ წარსულში, რომელიც რუსეთთან ასოცირდებოდა,“ - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო