„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით კასპში ბროილერის ქათმის ფერმა აშენდა

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური თანამონაწილეობით კასპში, სოფელ ზემო ჩოჩეთში ბროილერის ქათმის ფერმა აშენდა. მეფრინველეობის ფერმა გათვლილია 1,800,000 (მილიონ რვაასი ათასი) ცალი ქათმის წარმადობაზე წელიწადში. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ბანკიდან აცნობეს.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, პროექტის მიხედვით პროდუქციის დისტრიბუცია პირველ ეტაპზე მოხდა ადგილობრივ ბაზარზე, რაც მნიშვნელოვანად შეამცირებს მოთხოვნას იმპორტირებულ ქათმის ხორცზე.

მათივე ცნობით, კომპანიის მიზანი იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლებაა. განვითარების შემდეგ ეტაპზე კომპანია ექსპორტზე გასვლას გეგმავს. ფერმის როგორც მშენებლობისას, ასევე ექსპლუატაციის პროცესში კომპანიის მიერ ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა (მინ. 90 %) დასაქმდა, რამაც დადებით გავლენა იქონია ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. პროექტში ინვესტიციის ჯამური მოცულობა 22 მლნ. ლარია.

„საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელი ზურაბ ქოქოსაძე აცხადებს რომ „საქართველო ბანკი“ სხვადასხვა დარგის, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას განაგრძობს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია გვერდით დავუდგეთ ბიზნესს, რომელიც იმპორტირებული პროდუქტის უფრო მაღალი ხარისხის, ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლებას შეძლებს. კომპანიამ სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო ოპერირება და უკვე აქვს ამბიციური გეგმები. მნიშვნელოვანია რომ ფერმაში დასაქმებულთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა, რაც სოფლის განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას და ჩვენს თავს ამ მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელების საქმეში“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა