რატი იონათამიშვილი ოპოზიციას ურჩევს, ჯერ იმაში გაერკვნენ რა ფორმით იღებენ არჩევნებში მონაწილეობას და მერე ისაუბრონ სხვა საკითხებზე

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ოპოზიციას „ხელმოცარულს" უწოდებს და ურჩევს ჯერ იმაში გაერკვნენ, თუ რა ფორმით იღებენ არჩევნებში მონაწილეობას და მერე ისაუბრონ სხვა საკითხებზე. ამ განცხადებით დეპუტატი აშშ - ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოსა და პრემიერ- მინისტრის სატელეფონო საუბარზე ოპოზიციის შეფასებებს ეხმიანება.

იონათამიშვილის განცხადებით, პომპეოსა და გახარიას სატელეფონო საუბარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და სტრატეგიულ საკითხებს შეეხო, ასევე ისაუბრეს საქართველო - აშშ- ის პარტნიორობის ქარტიის პლენარულ სხდომას, რომელიც მიუხედავად პანდემიის სირთულეებისა, დღის წესრიგში დგას.

„აშშ - სა და საქართველოს პოზიციები ცხადია ემთხვევა იმ საკითხში, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს მაღალი გამჭვირვალობითა და სტანდარტით, ეს ნამდვილად ასე იქნება. რაც შეეხება ხელმოცარულ ოპოზიციას, რომლებიც ყველაფრის გაფუჭების გარდა არაფერს ცდილობენ, მე მათ ვურჩევდი, ჯერ გაერკვნენ, ვინ რა ფორმით მონაწილეობს არჩევნებში და მერე ისაუბრონ სხვა საკითხებზე, ვინაიდან, საზოგადოება ერთადერთს, რასაც მათგან ხედავს, არის ის, თუ როგორ ლანძღავენ და ებრძვიან ერთმანეთს, ხან სხვებს და ვერ იყოფენ სამაჟორიტარო ოლქებს,"- განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიასთან საუბრისას მაიკ პომპეომ ხაზი გაუსვა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას.

"ის მიესალმა კონსტიტუციური ცვლილებების მიღებას, რომელიც ნაწილობრივ პროპორციულ საარჩევნო სისტემას ითვალისწინებს და ხაზი გაუსვა ბოლო დროს მიღებული საარჩევნო რეფორმების ზედმიწევნით ზუსტად განხორციელების მნიშვნელობას. სახელმწიფო მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად ძალისხმევის გაგრძელების, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი ნაბიჯის მნიშვნელობას,“- აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს