ირანული მედიის ინფორმაცით, დიდმა ბრიტანეთმა 10-წლიანი პაუზის შემდეგ ირანელებისთვის ვიზების გაცემა განაახლა

დიდმა ბრიტანეთმა, 10 - წლიანი პაუზის შემდეგ, ირანის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა განაახლა, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ირანში გაერთიანებული სამეფოს საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ თეირანში სპეციალური ცენტრი გაიხსნა, სადაც მოქალაქეებს ბრიტანეთის ვიზების მიღების მიზნით განაცხადის გაკეთება შეუძლიათ.

მედიის ცნობით, ცენტრის გახსნა დიდი ბრიტანეთის ელჩმა ირანში რობ მაკაირმა ერთი კვირის წინ დააანონსა და განაცხადა, რომ ბრიტანეთის ვიზის მიღებისთვის საჭირო ინფორმაციის ატვირთვა ელექტრონულად იქნებოდა შესაძლებელი.

იხილეთ ვიდეო:ირანული მედიის ინფორმაიცით, დიდმა ბრიტანეთმა 10-წლიანი პაუზის შემდეგ ირანელებისთვის ვიზების გაცემა განაახლა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა