გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებელის” გუნდი ვემხრობით საერთო ოპოზიციური ფრონტის გაძლიერებას

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, რაც უფრო მეტი შეთანხმება იქნება ოპოზიციურ სპექტრში, უკეთესი იქნება.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ ხელისულებას ერთიანი ფრონტის არსებობა დაანახოს.

„სტრატეგია აღმაშენებელის” გუნდი ვემხრობით საერთო ოპოზიციური ფრონტის გაძლიერებას. ამისათვის, რაც მეტი შეთანხმება იქნება, რა თქმა უნდა, უკეთესია. ის ექვსი ოლქი, რაც შეთანხმებულია, იმას არაფერი ემუქრება და იმედია, რომ ამას არავინ არ გადახედავს. ძალიან მნიშვნელოვანია, მკაფიოდ ვაჩვენოთ, რომ ერთიანი ფრონტი არსებობს. იმისათვის, რომ დავამარცხოთ სიღარიბე და უმუშევრობა ქვეყანაში, უნდა გვესმოდეს ყველას, რომ აღმშენებლობის პროცესში უნდა ჩაერთოს ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც არის დღეს პოლიტიკურ ველზე. ჩვენ კიდევ უფრო დიდი ამოცანები გვაქვს წინ, ეს არის კოალიციური მთავრობის ფორმირება, ხალხზე ზრუნვა. მაქსიმალურად უნდა წავიდეთ კომპრომისების გზით, ყველამ უკან უნდა გადავდოთ ჩვენი პარტიული ინეტერესები და წინ წამოვწიოთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესები”, - განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას რეგიონებში, საკუთარი მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის შესახებ, ვაშაძის განცხადებით, ეს არ ნიშნავს არავის გამოყოფას ოპოზიციიდან.

„ეს არ ნიშნავს არავის გამოყოფას იმიტომ, რომ ექვს მაჟორიტარულ ოლქში ვთანამშრომლობთ. ყველამ უნდა ვითანამშრომლოთ არჩევნების გაყალბების პრევენციის გზით და ყველამ უნდა ვითანამშრომლოთ იმ სტრატეგიის შექმნაზე, რომელიც ჩვენ „სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდს გაგვაჩნია, თუ როგორ შევქმნათ სამუშაო ადგილები და როგორ ვუშველოთ ქართულ ეკონომიკას. არავის ეგონოს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მარტივი გადასალახი იქნება ის საშინელი პრობლემები, რომლებიც „დამსხვრეული ოცნებების” პარტიამ დაგვიტოვა. ამისთვის გვჭირდება ჩვენ ერთიანობა”, - განაცხადა ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო