ირანში კორონავირუსით კიდევ 235 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის

ირანში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით კიდევ 235 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 16 147-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირებული შემთხვევები რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის გავრცელების პერიოდიდან.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 2 434 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა რიცხვმა 296 273-ს მიაღწია.

3 902 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება და მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებებში უტარებენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს