არჩილ თალაკვაძე - 2014 წლამდე C ჰეპატიტი იყო ნელი სიკვდილისა და სასოწარკვეთის დიაგნოზი, დღეს განკურნების მაჩვენებელი 98%-ზე მაღალია

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 2014 წლამდე C ჰეპატიტი იყო ნელი სიკვდილისა და სასოწარკვეთის დიაგნოზი, დღეს უკვე მკურნალობა ყველასათვის ხელმისაწვდომია და განკურნების მაჩვენებელი 98%-ზე მაღალია. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა! 2014 წელს საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო C ჰეპატიტის პროგრამის განხორციელება, რომელმაც ძალიან ბევრ ადამიანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნა. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით, დაავადებისგან უკვე განიკურნა 65 000-ზე მეტი ადამიანი და ამჟამად მკურნალობაში ჩართულია 70 000 მოქალაქე, მათ შორის პაციენტები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან.

როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, C ჰეპატიტის პროგრამის დასაწყებად ჩვენი არგუმენტები იყო უბრალო - ვირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის, მათ შორის პატიმრობაში მყოფი ადამიანებისთვის, ეს იყო სასიცოხლოდ აუცილებელი მკურნალობა; ეს არის ადამიანის უფლებების საკითხი! თუ სახელმწიფო აფინანსებს გზებს და ახალ შენობებს, აფინანსებს სოფლის მეურნეობას და თავდაცვას, ყიდულობს მანქანებს საჯარო მოხელეებისთვის - რატომ არ შეუძლია მოიძიოს მან ფული ადამიანების მკურნალობისთვის?! მაშინ ჩვენ არ გვქონდა საკმარისი ფული, მაგრამ გვქონდა რწმენა, რომ ამ პროგრამის დაწყებას შევძლებდით.

სახელმწიფოს და სამოქალაქო სექტორის, სამედიცინო საზოგადოების და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით ჩვენ ეს შევძელით და #გვეამაყება, რომ ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გადავარჩინეთ.

2014 წლამდე C ჰეპატიტი იყო ნელი სიკვდილისა და სასოწარკვეთის დიაგნოზი. დღეს უკვე მკურნალობა ყველასათვის ხელმისაწვდომია და განკურნების მაჩვენებელი 98%-ზე მაღალია“, - წერს არჩილ თალაკვაძე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო