დავით უსუფაშვილი - „ოცნებამ“ საქართველოს მორიგ ჯერზე მოჭრა თავი და საჭირო გახდა ოკეანის გაღმიდან მითითება, რომ არჩევნები სამართლიანი უნდა იყოს

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ამერიკა კვლავ რჩება ქართველი ხალხის სტრატეგიულ პარტნიორად, თუმცა ცუდი ის არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს „მორიგ ჯერზე მოჭრა თავი და ოკეანის გაღმიდან გახდა საჭირო იმაზე მითითება, რომ არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი“.

დავით უსუფაშვილის თქმით, ხელისუფლების თვალთმაქცობას, რომელსაც ქართველი ხალხი კარგად ამჩნევს გარედანაც ხედავენ.

„კარგი ამბავი ისაა, რომ ამერიკა რჩება ქართველი ხალხის სტრატეგიულ პარტნიორად და პომპეოს განცხადებაც ამას ნიშნავს. ცუდი ამბავი ისაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მორიგ ჯერზე მოჭრა თავი და საჭირო გახდა ოკეანის გაღმიდან იმაზე მითითება, რომ არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი, სასამართლო დამოუკიდებელი და პოლიტიკურმა პარტიამ არ უნდა მიიტაცოს ძალაუფლება, იგი უნდა დაუტოვოს ხალხს, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში. ეს იყო ამ საუბრის პოლიტიკური დატვირთვა და მიზეზი. ჩვენ ვნახეთ აშშ-ს კონგრესმენის მკაფიო მითითება საკუთარი მთავრობისადმი, რომ საქართველოსთან ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება სწორედ სახელმწიფო მდივან პომპეოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ იმ ტიპის თვალთმაქცობები, რასაც ქართველი ხალხი ძალიან კარგად ვხედავთ, გარედანაც ხედავენ. ამიტომ საჭიროა სიტყვისა და სტანდარტის ერთგულება, რითაც საქართველომ უნდა დაიმკვიდროს ადგილი საერთაშორისო დემოკრატიულ სისტემაში. სწორედ ამაზე გადის ჩვენი კეთილდღეობის, სიღარიბის დაძლევისა და იმ პრობლემის მოგვარების გზა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია,“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა