გია ვოლსკის განცხადებით, გიორგი გახარიასა და მაიკ პომპეოს სატელეფონო საუბართან დაკავშირებით ოპოზიციის "ჟივილ-ხივილი" გაუგებარია

პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს სატელეფონო საუბართან დაკავშირებით ოპოზიციის "ჟივილ- ხივილი" გაუგებარია.

როგორც გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, სატელეფონი საუბარი, რომელიც გიორგი გახარიას და მაიკ პომპეოს შორის შედგა, საქმიანი იყო.

„საკითხები, რომელიც განიხილეს, ჩვენთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ არჩევნებს ეხება და საერთოდ, გაუგებარია ჟივილ-ხივილი გაერთიანებული ოპოზიციის ბანაკში იმასთან დაკავშირებით, თუკი სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ მას აინტერესებს და არა მხოლოდ აშშ-ს, ყველა ჩვენს პარტნიორს, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, გამჭვირვალედ და საერთაშორისო სტანდარტით. ჩვენც რასაკვირველია, გვაინტერესებს რომ ასე მოხდეს და ვფიქრობ, ეს სურვილი არ აქვთ ჩვენს ოპონენტებს, პირიქით, ცდილობენ ისეთი გარემო შექმნან, როცა ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით აშშ- ის კეთილ სურვილებს დაუკავშირებენ რაღაცა გაუგებრობას ჩვენ ორ ქვეყანას შორის, რომელიც პრაქტიკულად არ არსებობს. საზოგადოებას მოვუწოდებ, არ შევიდეს შეცდომაში, აშშ არის ჩვენი მოკავშირე, საკმაოდ დიდი და მაღალია ინტენსივობა ჩვენი ურთიერთობებისა, ყველა სფეროში, ეს შენარჩუნებული იქნება,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიასთან საუბრისას მაიკ პომპეომ ხაზი გაუსვა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას.

"ის მიესალმა კონსტიტუციური ცვლილებების მიღებას, რომელიც ნაწილობრივ პროპორციულ საარჩევნო სისტემას ითვალისწინებს და ხაზი გაუსვა ბოლო დროს მიღებული საარჩევნო რეფორმების ზედმიწევნით ზუსტად განხორციელების მნიშვნელობას. სახელმწიფო მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად ძალისხმევის გაგრძელების, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი ნაბიჯის მნიშვნელობას,“- აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს