თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დავით სერგეენკოსთან 7 წლის განმავლობაში გაცილებით მწვავე კომუნიკაცია ჰქონდა, საკითხის საჯაროობა კი ახლა გადაწყვიტა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რა საზიანო გადაწყვეტილება მიიღო ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ შიდსისა და პათოლოგიის ცენტრთან დაკავშირებით.

როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დავით სერგეენკოსთან 7 წლის განმავლობაში გაცილებით მწვავე კომუნიკაცია ჰქონდა, საკითხის საჯაროობა კი ახლა გადაწყვიტა.

„ეს დრო პოსტის დასადებად ავირჩიე, თორემ მე ამ რიტორიკით მივმართავდი 7 წლის განმავლობაში და შემდეგაც. თქვენ რომ ნახოთ ჩვენი მიმოწერა, გაცილებით უფრო მწვავე და კატეგორიულია. რისი თქმაც მინდოდა, წერილში ძალიან მკაფიოდ ჩამოვაყალიბე და მკაფიოდ დავუსვი ბატონ სერგეენკოს კითხვები. ამ ეტაპზე არანაირ დამატებით კომენტარს ამ საკითხზე არ გავაკეთებ. თუ საჭირო გახდა, მე წარმოვადგენ თითოეული იმ წინადადების არგუმენტებს, რომელიც ჩემს განცხადებაში არის.

მიბრძანდით ჩვენს ცენტრში და ნახეთ, რა მდგომარეობაშია ეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულება, რომელმაც ქვეყანას ააცილა თავიდან აივ შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, მისგან გამოწვეული უდიდესი ადამიანური მსხვერპლი და ეკონომიკური ზარალი, რომელიც იყო ძირითადი ინიციატორი და განმახორციელებელი ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის, რომელმაც განკურნა 70 ათასი ავადმყოფი და გადაარჩინა 25 ათასი ადამიანის სიცოცხლე, რომელიც არის ფლაგმანი კოვიდთან ბრძოლაში.

ყველაზე მეტი, 300-მდე ადამიანი ჰყავს გატარებული, მხოლოდ ერთი გარდაცვლილი, ყველაზე მეტი განკურნებული და არცერთი ინფიცირებული მედპერსონალი. ასეთი დაწესებულების ინფრასტრუქტურა მიყვანილია განადგურების პირას"-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, საავადმყოფომ ახლა იგრძნო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საჭიროება.

„პრაქტიკულად, მუშაობას ვერ ვაგრძელებთ თუ არ განხორციელდა გადაუდებელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმეები. მე ვიცი, რომ ეს არის სერგეენკოს და გარკვეულწილად "ავერსი ფარმას" ბრალი. გვაქვს კომუნიკაცია ახალ მინისტრთან, რა თქმა უნდა, ის, რაც გაფუჭდა გასული 7 წლის განმავლობაში, ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოები რომ შეგვისრულოს. ამაზე გვაქვს გარკვეულწილად ახალ მინისტრთან საუბარი"- განაცხადა ცერცვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა