მადრიდში კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები წესდება

მადრიდში კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვები მკაცრდება, - ამის შესახებ ინფორმაციას BBС-ი ავრცელებს.

ახალი რეგულაციების თანახმად, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება როგორც ღია, ასევე დახურული ტიპის საჯარო სივრცეებში, ბარები ღამის პირველ საათზე დაიხურება, ღია ტიპის რესტორნებში კი ერთდროულად 10-ზე მეტი პირი არ დაიშვება.

ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, 10-ზე მეტი ადამიანი არც სახლებში შეიკრიბონ, თუმცა ეს მხოლოდ რეკომენდაციაა და კანონით არ იკრძალება.

ახალი შეზღუდვები ძალაში 30 ივლისიდან შევა.

შეგახსენებთ, ესპანეთში, ბოლო დღეების განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის 325 862 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 28 434 ადამიანი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს