„ემპათიას“ ხელმძღვანელი დიპლომატიურ კორპუსს და სახალხო დამცველს მიმართავს

ცენტრ „ემპათიას“ პრეზიდენტის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმის შემდეგ, მათ მიერ მოწვეული უკრაინელი ექსპერტის მიმართ სოციალურ ქსელში ეთნიკური ნიშნით მიზანმიმართული დისკრიმინაცია დაიწყო.

ჯიშკარიანის თქმით, იერიში ცენტრ „ემპათიაზეც“ დაიწყო, რაც მათ შევიწროებასა და დევნას ისახავს მიზნად. „ემპათიას“ ხელმძღვანელი დიპლომატიურ კორპუსს და სახალხო დამცველს მიმართავს.

„სოციალურ ქსელში ჩვენი უკრაინელი ექსპერტის მიმართ, პრაქტიკულად ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია შაქარაშვილის ამბის მერე დაიწყო, როდესაც ის ჩაერია საქმეში. ეს ექსპერტი ჩვენ მოვიწვიეთ და განვიხილეთ ეს საკითხები. ეს არ არის პირადი მომენტი, 20 ივნისის შემდეგ „ემპათიაზე“ დაიწყო იერიში, მანამდე კიდევ სხვა მეთოდებს იყენებდნენ. ესენი შეიძლება იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მიზეზი არის ცენტრ „ემპათიას“ დევნა და შევიწროება, ასევე ბატონ მიხეილ რამიშვილის. ამას როგორც ფსიქიატრი განგიმარტავთ, ასეთი ქმედება დამახასიათებელია ავტოკრატიული რეჟიმებისთვის და მიზნად ისახავს ადამიანების დაშინებას და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას. ამას, გარდა ხელისუფლებისა, ვინ ახორციელებს, სხვა ვინ შეძლებს ამის გაკეთებას, მე არ ვიცი. ამიტომ მივმართავ დიპლომატიურ კორპუსსაც, მივმართავთ სახალხო დამცველს დაინტერესდნენ ამ საკითხით“,- განაცხადა ჯიშკარიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს