გია ვოლსკი - დავით სერგეენკომ საკმაოდ ბევრი გააკეთა, რათა კონკრეტულ კრიტიკას გაუძლოს და საპირისპიროდ უამრავი კეთილი საქმე მოგვაგონოს, რომელიც უკეთებია

დავით სერგეენკომ საკმაოდ ბევრი გააკეთა იმისათვის, რათა კონკრეტულ კრიტიკას გაუძლოს და ამის საპირისპიროდ ის უამრავი კეთილი საქმე მოგვაგონოს, რომელიც მას რეალურად უკეთებია ამ სახელმწიფოში, - ამის შესახებ პარლსმენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ექიმები დამოუკიდებლები არიან თავის ხედვებში და "ანალიზიც საკმაოდ დამოუკიდებელია, თუმცა მკაცრი."

ვოლსკი ამბობს, რომ თუ რაიმე პრობლემა არსებობს, ჯანდაცვის სისტემას მოგვარების კომპეტენცია გააჩნია.

"დავით სერგეენკო არის ადამიანი, რომელიც სათავეში ჩაუდგა რეფორმას, რამაც მოიტანა ის, რომ ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა სიკვდილს გადაურჩა, მარტო ცე ჰეპატიტთან სამედიცინო სფეროს დაპირისპირება რად ღირს საამისოდ, თუნდაც საყოველთაო დაზღვევა და ხანშიშესულთა მოვლა- პატრონობა, რომელსაც საერთოდ არ ექცეოდა ყურადღება. რამდენადაც ვიცი, ინფექციურის მატერიალური ბაზა გარკვეულწილად დაზიანებულია და მოითხოვს გაცილებით მეტ ყურადღებას. სერგეენკომ თვითონ გააკეთა განცხადება და ჩვენი საზოგადოება შეჩვეულია, რომ ნებისმიერი გარეთ გამოტანილი მოსაზრებები, რაც ერთმანეთს უპირისპირდება ეს არის სკანდალის საფუძველი, რასაც მე ვერანაირად ვერ დავეთანხმები. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა პრობლემები გააჩნია ამა თუ იმ სფეროს, საავადმყოფო იქნება, თუ საწარმო და რა პასუხი აქვს ამას საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ასევე წარმოადგენს სახელმწიფო სტრუქტურებს. ასე რომ, უნდა მივეჩვიოთ, რომ სახელმწიფოს ერთმა შტომ მეორესთან შეიძლება იკამათოს და დამოუკიდებლები არიან ექიმები თავის ხედვებში და ანალიზიც საკმაოდ დამოუკიდებელია, თუმცა მკაცრი.

დავით სერგეენკომ საკმაოდ ბევრი გააკეთა იმისათვის, რათა კონკრეტულ კრიტიკას გაუძლოს კიდეც და ამის საპირისპიროდ ის უამრავი კეთილი საქმე მოგვაგონოს, რომელიც მას რეალურად უკეთებია ამ სახელმწიფოში და თუკი რაიმე გასასწორებელია, ჯანდაცვის სისტემას გააჩნია კომპეტენციაც, ორგანიზებული მმართველობაც, რომ ეს პრობლემები იქნას გამოსწორებული", - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრმა გუშინ განცხადება გაავრცელა. ცენტრი აღნიშნული განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატს მიმართავს .განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ითხოვენ დააკონკრეტოს დავით სერგეენკომ „რა გაუკეთა“ და „რა გაუფუჭა“ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს