თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი - არ არის არაფერი იდეალურად! არ მიდის გამოძიება ისე, როგორც უნდა მიდიოდეს

თურმე, რატომ არ ვამბობ, რომ ყველაფერი იდეალურადაა. არ არის არაფერი იდეალურად! არ მიდის გამოძიება ისე, როგორც უნდა მიდიოდეს, ოჯახის წევრებთან გარკვეული ვაჭრობა განახორციელეს, - ამის შესახებ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა დაგეგმილად მიმდინარეობს.

„მამაჩემს რაღას ერჩიან, რომელიც ქალაქში ერთ-ერთი ძალიან პატივსაცემი მუსიკოსი იყო, რატომ ლანძღავენ ამ ადამიანს? რა არ მოსწონთ ჩემში? მე დაზარალებულის უფლებებს ვიცავ და ამ ულამაზესი ბავშვის სიკვდილი რასთან არის დაკავშირებული, იმას ვადგენ. თუ გამოძიება იმით იყო დაკავებული, ეს ბავშვი ამდენი ხანი თუ არ ჩანდა, „ახალგაზრდა გოგოა, თავის ბოიფრენდთან ხომ არაა წასული, მე ახლა შევწუხდებიო“ და დღეს თუ ოჯახს ნდობა არ აქვს, პროტესტი გამოხატა და მეც იგივე პოზიცია მაქვს, ჩემ მიმართ ზიზღი გამოხატეს ბოტებმა და ტროლებმა. ეს ფსიქოლოგიური ზეწოლაა და ყველანაირად მიუღებელია. ეს დაგეგმილადაა გაკეთებული.

თურმე, რატომ არ ვამბობ, რომ ყველაფერი იდეალურადაა. არ არის არაფერი იდეალურად. არ მიდის გამოძიება ისე, როგორც უნდა მიდიოდეს, ოჯახის წევრებთან გარკვეული ვაჭრობა განახორციელეს, გამოძიება არ მოიქცა ისე, როგორც იმ პერიოდში შვილდაკარგულ მამასთან უნდა ჰქონოდა ურთიერთობა. მტერს არ ვუსურვებ ისეთ მდგომარეობაში ყოფნას, როგორშიც არის დედა, მამა და ძმა, მათ განწყობას არ უყურებენ. ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტს - ბატონ დავით ასათიანს მივმართავ, დარწმუნებული ვარ, მას ესმის რა მძიმეა ადვოკატის პროფესია, დარწმუნებული ვარ, ის გაითავისებს და ესმის, როგორია ადვოკატების პროფესიაზე, პროფესიონალიზმზე ზეწოლა და მხარდაჭერა მექნება მათი მხრიდან“, - აცხადებს რამიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა