ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი მიიჩნევს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 11 პირის საქმის ცალკე გამოყოფა ნაკლებ საჯაროობას ემსახურება

გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში 11 პირის საქმის ცალკე გამოყოფა საქმეზე ნაკლებ საჯაროობას ემსახურება, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთი ბრალდებულის, ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატმა, შოთა კახიძემ განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, გამოძიებამ ძირითად საქმედ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმე დატოვა, რისგანაც გამოიყო დანარჩენი პირების საქმე. კახიძის განცხადებითვე, მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ჯერ არცერთი პირის მიმართ არ დაწყებულა, რის გამოც, პროკურატურას საქმის მასალების ვინმესთვის მიწოდების ვალდებულება აღარ აქვს.

„11 პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფა ორი ფაქტორით არის განპირობებული. პირველი, პროკურატურას არ გააჩნია არათუ ბრალდების დასამძიმებლად წარსადგენი აუცილებელი მტკიცებულებების სტანდარტი, არამედ განზრახ მკვლელობის დამადასტურებელი ფაქტის მტკიცებულებაც კი. მეორე, ამ გადაწყვეტილებით, 109-ე მუხლით კვალიფიცირებულ სისხლის სამართლის საქმის მასალებზე წვდომა ვეღარ ექნება ვერც დაცვის მხარეს, ვერც მედიას და საზოგადოებას. აღნიშნულის შედეგად განზრახ მკვლელობის მუხლით კვალიფიცირებულ სისხლის სამართლის მასალებზე ნულოვანი საჯაროობა იქნება. პროკურატურას სისხლის სამართლის მასალების გადაცემის ვალდებულება იმ სისხლის სამართლის საქმეზე გააჩნია, სადაც ბრალდებული არსებობს, ანუ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნაა დაწყებული“, - აცხადებს კახიძე.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძალადობის ფაქტებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის გადაწყვეტილებით, ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე ვახტანგ ჩიქოვანის, ვასილ მახარაძის, არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილის, გიგა ტატიაშვილის, თენგიზ ბარბაქაძის, ნიკა ჟვანიას, ირაკლი მუმლაძის, საბა ჩხარტიშვილის, ირაკლი წაქაძის და საბა გოგშელიძის მიერ, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძალადობის ფაქტებზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს