გიორგი ვაშაძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ მასსა და „ნაცმოძრაობას“ შორის „შავმა კატამ გაირბინა“ და აღნიშნულ პარტიასთან თანამშრომლობის შემდეგ ეტაპად კოალიციური მთავრობის ფორმატს ასახელებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ „პროპორციულ მხარეს ოპოზიციური ხმების დაკარგვის რისკების“ არსებობის გამო დატოვეს.

როგორც გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, მათთვის მნიშვნელოვანია ამომრჩეველს მრავალფეროვანი არჩევანის საშუალება მიეცეს და „დამსხვრეული ოცნებების“ პარტია შეიცვალოს.

„ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იქიდან გამომდინარე, რომ არცერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს. ეს გადაწყვეტილება შეიძლება ჩვენთვის სარისკოა, ცოტა დრო არის დარჩენილი არჩევნებამდე, მაგრამ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, „დამსხვრეული ოცნებების“ პარტია წარსულს ჩავაბაროთ და დავიწყოთ აღმშენებლობის პროცესი. ამისთვის აუცილებელია პროპორციულ ნაწილში ამომრჩეველს მრავალფეროვანი არჩევანი მივცეთ, რომ არ იყოს არცერთი ამომრჩეველი, რომელიც იტყვის, რომ ამის გამო მაინც, ისევ, ჯანდაბას და მივცემ ხმას „ოცნებას“. „ძალა ერთობაშიას“ ვუსურვებ წარმატებებს, ისინი ჩვენი პარტნიორები არიან იმიტომ, რომ მაჟორიტარები ექვსეულში საერთო გვყავს, მე დავუჭერ მათ მაჟორიტარებს მხარს, მაგრამ ამით ჩვენ მოვდივართ კონკრეტული სტრატეგიით, კონკრეტული აღმშენებლობის გეგმით. ვფიქრობ, „ძალა ერთობაშიაში“ არ იყო იმხელა გაფართოების მექანიზმი და იყო ის რისკი, რომ ოპოზიციური ხმები დაკარგულიყო პროპორციულ მხარეს. რაც შეეხება აზრთა სხვადასხვაობას, სტრატეგიულ ნაწილში შეიძლება მე სხვაგვარად ვხედავ და ისინი სხვაგვარად ხედავენ სტრატეგიას, თუმცა ეს არ არის რაიმე ფუნდამენტური განსხვავებები“, - განაცხადა ვაშაძემ.

შეკითხვაზე, რამდენად გამორიცხავს სამომავლოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას, რადგან ეს არის აღნიშნული ძალისგან დისტანცირების უკვე მეორე შემთხვევა და რამდენად გაირბინა მასსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის „შავმა კატამ“, ვაშაძე აღნიშნულ შეფასებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობის შემდეგ ეტაპს კოალიციური მთავრობის ფორმატში ხედავს.

„მე „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩვენთან ერთად ვხედავ კოალიციურ მთავრობაში, რომელიც ჩამოყალიბდება არჩევნების შემდეგ ანუ ჩვენ ვითანამშრომლებთ კოალიციური მთავრობის ფორმატში“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)