მიხეილ სააკაშვილი - დასავლეთი კრიტიკულია ივანიშვილის რეჟიმის მიმართ, მაგრამ, მაინც გამოიყენება დიპლომატიური ენა, ივანიშვილს და მის დამქაშებს არ ესმით ენის მოჩლექვა

მე მოველი ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, პოზიციის კიდევ უფრო მკვეთრ ჩამოყალიბებას და ნათლად განმარტებას იმისა, რომ საქმე გვაქვს ბოლომდე კორუმპირებულ, პრორუსულ რეჟიმთან, რომელიც ანადგურებს საკუთარ ხალხს, ჩართულია ათასგვარ საეჭვო კომბინაციაში და ვნებს ქართველი ხალხის ინტერესებს და ვნებს მათ შორის, ამერიკის და დასავლეთის ინტერესებს ჩვენს რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს დიპლომატიური ენა არ ესმის, ამიტომ, თვითონ „ენის მოჩლექვას“ არ აპირებს.

„სიმართლე არის, რომ ამერიკელებიც და მთლიანად დასავლეთი სულ უფრო კრიტიკულია ივანიშვილის და მისი რეჟიმის მიმართ, მაგრამ, მე მინდა ვთქვა, რომ მაინც გამოიყენება დიპლომატიური ენა. ივანიშვილს და მის დამქაშებს არ ესმით დიპლომატიური ენა და ენის მოჩლექვა - არ ესმით! ამიტომ, რა თქმა უნდა, მე მოველი ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, როგორც ადამიანი, ვისაც დიდი ხანია აქვს კონტაქტები ამერიკაში და დიდი მეგობრობა მაკავშირებს ამ ქვეყანასთან... მე მოველი კიდევ უფრო მკვეთრ ჩამოყალიბებას პოზიციის და ნათლად განმარტებას იმისა, რომ საქმე გვაქვს ბოლომდე კორუმპირებულ, პრორუსულ რეჟიმთან, რომელიც ანადგურებს საკუთარ ხალხს, ჩართულია ათასგვარ საეჭვო კომბინაციაში და ვნებს ქართველი ხალხის ინტერესებს და ვნებს მათ შორის, ამერიკის და დასავლეთის ინტერესებს ჩვენს რეგიონში! ივანიშვილს დიპლომატიური ენა არ ესმის, ამიტომ მეც არ ვაპირებ ენის მოჩლექვას და უნდა ვთქვათ, რაც არის. ჩვენ გვჭირდება გაგრძელება ამ კრიტიკის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო ზუსტი ფორმულირებები ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე. აქ უკვე აღარაა სხვადასხვა ფერები, აქ უნდა მოხდეს სრული შუის გაკრეფა და შავის და თეთრის გარჩევა. მე დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ასეც ჩამოყალიბდება, ყველაფერი იქითკენ მიდის, ტენდენცია სწორია. ველი კიდევ უფრო მეტ ძალიან მკვეთრ პოზიციებს“,- აღნიშნა სააკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო