„აზიის განვითარების ბანკმა“  წყალმომარაგების სისტემების დასაფინანსებლად გამოშვებულ მწვანე ობლიგაციებში 40 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა

„აზიის განვითარების ბანკმა“ (ADB) სს Georgia Global Utilities (GGU) მიერ გამოშვებულ, დაახლოებით $20 მილიონის ოდენობის მწვანე ობლიგაციებში ინვესტირების შესახებ განაცხადი გააკეთა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „აზიის განვითარების ბანკიდან" აცნობეს .

მათივე ინფორმაციით, გაყიდვებიდან შემოსული თანხები თბილისისა და მიმდებარე მუნიციპალიტეტების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესებას, ასევე, განახლებადი ენერგიისა და ამ სექტორში ოპერაციების რეფინანსირებას მოხმარდება. აზიის განვითარების ბანკი ასევე გაუწევს ადმინისტრირებას Leading Asia's Private Infrastructure Fund (LEAP) მიერ დამატებით დაახლოებით $20 მილიონის ინვესტიციას.

აღნიშნული თანხები GGU-ს მიერ გამოშვებული $250 მილიონის ოდენობის 5-წლიანი მწვანე ობლიგაციების ინვესტიციის ნაწილია. საქართველოს მიერ გამოშვებული პირველი მწვანე ობლიგაციები ირლანდიის გლობალური ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე განთავსდება. GGU ჰოლდინგს ორი ძირითადი ბიზნეს მიმართულება გააჩნია, განახლებადი ენერგია და წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები, უკანასკნელი კი მისი შვილობილი კომპანიის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (Georgian Water and Power LLC) მიერ ხორციელდება, საქართველოში უმსხვილესი კერძო საკუთრებაში არსებული კომუნალური მომსახურების კომპანია, რომელიც დაახლოებით 1.4 მილიონ მომხმარებელს ემსახურება.

""აზიის განვითარების ბანკის“ ხელშეწყობა უზრუნველყოფს თბილისისა და შემოგარენის 24-საათიან წყალმომარაგებას და წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გამართულ ფუნქციონირებას", - განაცხადა კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის სამხრეთ, ცენტრალური და დასავლეთ აზიის ინფრასტრუქტურის დაფინანსების განყოფილების დირექტორმა შანტანუ ჩაკრაბორტიმ.

"აზიის განვითარების ბანკის" ინვესტიცია პოტენციურ ინვესტორებს დაანახებს საქართველოს კერძო სექტორში სახარბიელო საინვესტიციო შესაძლებლობებს წყალმომარაგებისა და სუფთა ენერგიის ინიციატივების სახით.

ქართულენოვანი პრესრელიზი ვრცლად: https://www.adb.org/ka/news/adb-invest-40-million-ggu-green-bonds-upgrade-water-sanitation-georgia

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა