გიორგი ვაშაძე - პრემიერ - მინისტრი უნდა იჯდეს იუსტიციის სახლში, სადაც ყველაზე მეტი ხალხი მიდის - მე ეგეთი კაბინეტები არ მექნება, ვიქნები ხელმისაწვდომი

ჩემი აზრით, პრემიერ-მინისტრი უნდა იჯდეს იუსტიციის სახლში, სადაც ყველაზე მეტი ხალხი მიდის, რათა ადვილად ხელმისაწვდომი იყოს. სხვათა შორის, ეს გათვლილიც არის იმ ინფრასტრუქტურაში, რომ თვითონ უნდა გამოიხედოს, შეხედოს ხალხს და ნახოს, რა გაჭირვებაა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, თავად რომ პრემიერი იყოს, სამუშაოდ ღია სივრცე ექნებოდა.

„მე არ ვარ კაბინეტის ადამიანი. კაბინეტი რომ საერთოდ არ მაქვს იცით?! პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს ხალხთან, უნდა იყოს მარტივად ხელმისაწვდომი, პრემიერ-მინისტრს პირდაპირი კონტაქტი უნდა ჰქონდეს იმ ადამიანებთან, ვისაც უჭირს, უნდა უსმენდეს უმუშევრებს, უნდა ფიქრობდეს ემიგრანტების ქვეყანაში დაბრუნებაზე, უნდა ფიქრობდეს პენსიონერების იმ მძიმე ყოფაზე, რაც სესხების პროცენტით უღელად დაადეს ისედაც მცირე პენსიის პირობებში, პრემიერ-მინისტრი უნდა მუშაობდეს ახალგაზრდებთან. ახალგაზრდებთან ვიყავი გუშინ წინ, მშობლები უცხოეთში არიან, ბავშვები იზრდებიან და აქ სამუშაო ადგილს ვერ შოულობენ, ოჯახები დანგრეულია. ამათ ვითარებაში მცნება- ოჯახი აღარ არსებობს. პირდაპირ გეტყვით, კაბინეტები კი არ მექნება, მე ვიქნები გამჭვირვალე, ხელმისაწვდომი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, იუსტიციის სახლი სწორედ იმიტომ გააკეთა, რომ ხალხთან ახლოს ყოფილიყო.

„თავიდან კაბინეტი დამხვდა და მქონდა. მერე კი ვიჯექით. მე მიყვარს ხალხთან ერთად ყოფნა, ყველაფერს კედლებზე ვწერთ, ჩემთან ყველა პროექტი კედლებზეა დაწერილი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა