ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა აგრარულ სექტორში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა დონორ ორგანიზაციებთან ერთად აგრარულ სექტორში არსებულ გამოწვევებზე, პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და დასაქმების ხელშეწყობის შესაძლებლობაზე იმსჯელეს.

„აგრო დუოს“ წევრებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა პროფესიული განათლების პოლიტიკაზე ისაუბრეს. იმსჯელეს თუ როგორ უნდა დარეგულირდეს საგანმანათლებლო სისტემასა და შრომის ბაზრის შესაბამისობა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი აცხადებს, რომ პროფესიული განათლების რეფორმის პროცესში მთავარ პრიორიტეტს კერძო სექტორთან პარტნიორობა წარმოადგენს.

„სწორედ „აგრო დუო“ წარმოადგენს პირველ დარგობრივ უნარების გაერთიანებას, რომელიც უნარების და პროფესიული განათლების მიმართულებაზეა კონცენტრირებული.

ამ კუთხით პარტნიორობს სამინისტროსთან და სახელმწიფოსთან, დარგში ახალი პროფესიების და მომავლის უნარების შექმნაზე. ჩვენ გვაქვს პირველი საუკეთესო პრაქტიკა ამ ორგანიზაციის სახით.

ეს არის ძალიან კარგი ნაბიჯი იმისთვის, რომ მომავალში სახელმწიფომ, რაც შეიძლება მეტი ფუნქციის დელეგირება მოახერხოს კერძო სექტორზე. ამ კუთხით ჩვენ პანდემიის პერიოდში ვიმუშავეთ კერძო სექტორთან. შემუშავებულია რამდენიმე კანონქვემდებარე აქტის პროექტი, რომლებიც საჯარო განხილვებს გადის და სამინისტროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ძალიან მალე დამტკიცდება ეს აქტები მთავრობის მიერ და მოგვცემს შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტად სისტემური და ინსტიტუციონალიზებული გავხადოთ კერძო სექტორთან პარტნიორობის პროცესი“, - განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თამარ თორია აცხადებს, რომ განათლება სოფლის მეურნეობაში, კვლავ, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხორციელდება „სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლება“, რაც კერძო სექტორის საშუალებით მსურველთათვის პროფესიული განათლების მიწოდებას უზრუნველყოფს.

„2016 წლიდან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია აქტიურად არის ჩართული ე.წ. სამუშაოზე დაფუძნებული პროგრამის განხორციელებით, რომლის მხარდამჭერები არიან შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო, გაეროს განვითარების პროგრამა და საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ერთობლივი ძალისხმევით ვახორციელებთ სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას დუალური მიდგომით, რაც გულისხმობს კერძო სექტორის ჩართულობით პროფესიული განათლების მიწოდებას მსურველთათვის“, - განაცხადა თამარ თორიამ.

შეგახსენებთ, დარგობრივი უნარების ორგანიზაცია „აგრო დუო“ 2019 წლიდან უზრუნველყოფს აგრარულ სექტორში პროფესიულ განათლებასა და შრომის ბაზარს შორის შესაბამისობას. ორგანიზაციის მიზანია ხარისხიანი პროფესიული განათლების ხელშეწყობით სოფლის მეურნეობაში ადამიანური რესურსის გაძლიერება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო