New York Post - ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო საცხოვრებლად დაბალი ფასებით გამოირჩევა, ეს ქვეყანა კერძების სამოთხეა

6 შესანიშნავი და ხელმისაწვდომი ადგილი, საიდანაც მთელ მსოფლიოში დისტანციურად მუშაობას შეძლებთ , - New York Post-ი ამ სათაურით სტატიას აქვეყნებს და 6 ქვეყანას ასახელებს, სადაც პოსტ კოვიდურ პერიოდში უცხოელებს დისტანციურ მუშაობას სთავაზობენ. საქართველოსთან ერთად გამოცემის ჩამონათვალში შემდგენი ქვეყნები შევიდნენ: გერმანია, ესტონეთი, ჩილე, ბარბადოსი და კოსტა-რიკა.

“ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო საცხოვრებლად დაბალი ფასებით გამოირჩევა, ეს ქვეყანა კერძების სამოთხეა, საქართველო მსოფლიო ბანკის რეიტინგში ბიზნესის წარმოების სიმარტივის მიხედვით მე-6 პოზიციას იკავებს“, - წერს New York Post-ის ჟურნალისტი და მკითხველს თბილისის ისტორიულ უბნებში უძრავი ქონების ყიდვისა და დაქირავების ფასების შესახებ ინფორმაციას აწვდის.

საქართველოს მთავრობა ახალი პროექტის ფარგლებში დისტანციურად მუშაობის მსურველ საერთაშორისო ვიზიტორებს ქვეყანაში 6 თვეზე მეტი ხნით ცხოვრების უფლებას სთავაზობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო