ალექსანდრე ლუკაშენკო - გასაოცარია, რომ ფეხზე მდგომმა, უსიმპტომოდ შევძელი კორონავირუსის გადატანა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ უსიმპტომოდ გადაიტანა კორონავირუსი.

სააგენტო БЕЛТА-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ლუკაშენკომ ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას განაცხადა.

„ბოდიშს ვიხდი ჩემი ხმის გამო. ბოლო დროს ძალიან ბევრი ლაპარაკი მიწევს. თუმცა ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ დღეს თქვენ შეხვდით ადამიანს, რომელმაც ფეხზე მდგომმა შეძლო კორონავირუსის გადატანა. ასეთი დასკვნა ექიმებმა გუშინ გააკეთეს. უსიმპტომოდ. როგორც ვამბობდი, მოსახლეობის 97%-ს ჩვენთან ეს ინფექცია უსიმპტომოდ გადააქვს. მადლობა ღმერთს, რომ მე ამ უსიმპტომო ადამიანების ჯგუფში მოვხვდი. და ბოლოს, მე მოვხვდი იმ ბელარუსების ოქროს ფონდში, ვინც ეს ვირუსი გადაიტანა“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, ლუკაშენკო თავდაპირველად კორონავირუსს ფსიქოზს უწოდებდა. მისივე თქმით, ვირუსისგან გამოწვეული პანიკით უფრო მეტი ადამიანი დაზარალდება, ვიდრე თავად დაავადებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა