მარიამ ჯიშკარიანი - საბჭოთა "პაგონებიანი" ექსპერტების გამოყენებით მიმდინარეობს ჩემი დისკრედიტაცია, ფსიქიატრი ვარ და ვიცი, როგორ უნდა მოხდეს ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მისი დისკრედიტაცია საბჭოთა "პაგონებიანი" ექსპერტების გამოყენებით მიმდინარეობს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმში“ განაცხადა, მას ურეკავენ და გაურკვეველ კითხვებს უსვამენ.

„მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ მას უთვალთვალებენ და უღებენ, ჩვენს ცენტრს უთვალთვალებენ. ჩვენი ექსპერტი და თანამშრომელი, რომლებიც წავიდნენ ჯანდაცვის სამინისტროში, როგორც კი ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა დასრულდა, ხუთი წუთიც კი არ იყო გასული, როცა მარტო დარჩა გალინა კარმუშინა, მას ორი გაურკვეველი პიროვნება მიადგა და გამოკითხვა დაუწყო. იყო გიდი, ექსპერტი, როდის დაამთავრა და ა.შ. გარდა ამისა, გალინას მუდმივად ტელეფონზე ურეკავენ და იერიშებია საბჭოთა სტილში. საბჭოთა სტილი ნიშნავს იმას, რასაც ახლა ვლადიმერ პუტინი უკრაინაში აკეთებს. ვითომ, ის არაფერ შუაში არაა და რუსეთის ჯარები იქ არიან მის გარეშე. ეს არის საბჭოთა სტილი, ხელისუფლება ადამიანებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას სხვა აქტორებით რომ ახდენს და მანიპულირებს. ქალბატონ გალინას ურეკავენ, ეკითხებიან ოჯახზე, ხან რა მოუგონეს რომ არის რუსების აგენტი. ეს არის მიუღებელი ყველა საერთშორისო სტანდარტით. იგივე ხორციელდება ჩემი მისამართით, საბჭოთა პაგონებიანი ექსპერტების გამოყენებით მიმდინარეობს ჩემი დისკრედიტაცია და დისკრიმინაცია, რაც ფაქტობრივად შეუძლებელია. ყველამ კარგად იცის მე საიდან მოვდივარ და ზოგიერთი "პაგონიანი" საიდან მოდის. კარგად ვიცნობ ძალიან „კაგებეს“ მეთოდებს. პროფესიით ფსიქიატრი ვარ და ფსიქოლოგიური ზემოქმედება ადამიანებზე როგორ უნდა მოხდეს კარგად ვიცი. მაგალითად გუშინ, ვიღაც მირეკავს ტელეფონზე და მეუბნება, დამანახე შენი სახე. 55 წლის ადამიანი ვარ და მსგავსი კომუნიკაცია არავის არ ჰქონია ჩემთან. როცა აიღო ჩემმა ადვოკატმა ტელეფონი, მან გაუთიშა. ასეთი ტროლებით და ბოტებითაა სავსე ჩემი, გალინა კარმუშინას და მიხეილ რამიშვილის საქმე“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა