ათენიდან სპეციალური რეისით საქართველოში 180 მოქალაქე დაბრუნდა

საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სპეციალური რეისით ათენიდან სამშობლოში 180 ადამიანი დაბრუნდა. მგზავრებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც ისინი 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 105 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. დღეისათვის საკარანტინო სივრცეებში 6381 - მდე ადამიანია განთავსებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა