დონალდ ტრამპი „ჰიდროქსიქლოროქინზე“ - ვფიქრობ, საწყის ეტაპზე ის ძალიან ეფექტური უნდა იყოს, არ მგონია, მისი მიღებით რამეს კარგავდეთ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ „ჰიდროქსიქლოროქინის“ კორონავირუსის დასამარცხებლად გამოყენება ეფექტურია.

„ჩემი გადასახედიდან და მის შესახებ ბევრი რამის წაკითხვისა და უამრავი ცოდნის დაგროვების შემდეგ, ვფიქრობ, საწყის ეტაპზე ის ძალიან ეფექტური უნდა იყოს. არ მგონია, მისი მიღებით რამეს კარგავდეთ, თუმცა პოლიტიკური თვალსაზრისით ის არცთუ ძალიან პოპულარული ჩანს,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

პრეზიდენტის თქმით, კოვიდ 19-ის სამკურნალოდ „ჰიდროქსიქლოროქინის“ გამოყენებაზე უარს მხოლოდ იმიტომ ამბობენ, რომ მისი გამოყენების რეკომენდაცია მან გასცა.

„როდესაც მე რაღაცის რეკომენდაციას ვიძლევი, ისინი აცხადებენ, „არ გამოიყენოთ ეს", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

სოციალურმა ქსელმა Twitter-მა დონალდ ტრამპის უფროს შვილს საკუთარ გვერდზე დროებით პოსტების გამოქვეყნების ფუნქცია დაუბლოკა. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უმცროსმა ტრამპმა ვიდეო გააზიარა, სადაც პრეპარატ „ჰიდროქსიქლოროქინის“ სარგებლობის შესახებ არის საუბარი. Twitter-ში განმარტავენ, რომ ვიდეოს გაზიარებით დაირღვა რეგულაციები, რომელიც Covid 19-ის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას კრძალავს.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა მიმდინარე წლის მაისში განაცხადა, რომ მან „ჰიდროქსიქლოროქინი“ პროფილაქტიკის მიზნით 14 დღის განმავლობაში მიიღო და პრეპარატს არანაირი გვედრითი ეფექტები არ გამოუვლენია. მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატი „ჰიდროქსიქლოროქინი“ კორონავირუსის სამკურნალო საშუალებად დამტკიცებული არ არის.

იხილეთ ვიდეო: დონალდ ტრამპი "ჰიდროქსიქლოროქინზე" - ვფიქრობ, საწყის ეტაპზე ის ძალიან ეფექტური უნდა იყოს, არ მგონია, მისი მიღებით რამეს კარგავდეთ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა