ფედერალურმა სამართალდამცავებმა ქალაქი სიეტლი დატოვეს

აშშ-ის ფედერალურმა აგენტებმა, რომლებიც ქალაქ სიეტლიში ფედერალური ქონების დაცვის მიზეზით განათავსეს, ქალაქი დატოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ სიეტლის მერზე, ჯენი დერკანზე, დაყრდნობით ავრცელებს.

მერის ინფორმაციით, საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტმა (DHS) მას შეატყობინა, რომ აშშ-ის სასაზღვრო საპატრულო ტაქტიკური განყოფილების აგენტებმა ქალაქი დატოვეს.

აღსანიშნავია, რომ ჯენი დერკანი აგენტების ქალაქში შესვლას აპროტესტებდა და აცხადებდა, რომ ამ საკითხზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმება არ მომხდარა. მისივე თქმით, ფედერალური აგენტების განთავსება სიტუაციის ესკალაციას იწვევდა.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აშშ-ის დიდ ქალაქებში, მათ შორის სიეტლსა და პორტლენდში, ფედერალური სამართალდამცავების გაგზავნის მიზანი იქ მიმდინარე ანტირასისტულ საპროტესტო აქციების გაკონტროლება და ძალადობის ფაქტების აღკვეთა იყო. ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ ფედერალური აგენტები სიტუაციიის კიდევ უფრო დაძაბვას იწვევენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო