ჰონგ-კონგის ლიდერი აცხადებს, რომ ქალაქის საავადმყოფოები, შესაძლოა, კოლაფსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ

ჰონგ-კონგის ლიდერი კერი ლემი აცხადებს, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ქალაქის საავადმყოფოები, შესაძლოა, კოლაფსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.

"ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების ზღვარზე ვართ, რამაც, შესაძლოა, ჩვენი ჰოსპიტალური სისტემის კოლაფსი გამოიწვიოს და ეს ადამიანების, განსაკუთრებით ხანდაზმულების, სიცოცხლის ფასად დაგვიჯდეს,“- განაცხადა კერი ლემმა.

ჰონგ-კონგის ლიდერმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

„მკაცრად დაიცავით სოციალური დისტანციის წესები და დარჩით სახლში,“- აღნიშნა კერი ლემმა.

აღსანიშნავია, რომ ჰონგ-კონგში კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვები გამკაცრდა. კერძოდ, პირბადის ტარება ყველა საჯარო სივრცეში სავალდებულო გახდა, დაიხურა ბარები, სპორტული დარბაზები და სილამაზის სალონები, აიკრძალა რესტორნებში სადილობა და ორზე მეტი პირის შეკრება იმ შემთხვევაში, თუ ისინი სხვადასხვა ოჯახის წევრები არიან.

ცნობისათვის, ჰონგ-კონგში, სადაც დაახლოებით ერთი თვის წინ დღეში კორონავირუსის ათამდე შემთხვევა ფიქსირდებოდა, ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირების დღიური რაოდენობა თითქმის გაათმაგდა. ბოლო მონაცემებით, ქალაქში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 2 885 შემთხვევაა დადასტურებული, 23 ადამიანი კი დაღუპულია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა