სტადიონებზე გულშემატკივრები 2 სკამის გამოტოვებით განთავსდებიან

სპორტულ ღონისძიებებზე დამსწრეები სტადიონებზე 2 სკამის გამოტოვებით განთავსდებიან. აღნიშნულს ახალი პროტოკოლი ითვალისწინებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო შეიმუშავა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ქეთევან დარცმელიამ განუცხადა, ღია სივრცეში მიმდინარე სპორტულ ღონისძიებებზე დასწრებას გულშემატკივრები უახლოეს პერიოდში შეძლებენ, ზუსტი პროტოკოლი კი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

მისივე განმარტებით, სტადიონებზე მაყურებლის 2 სკამის გამოტოვებით განთავსების გარდა, პროტოკოლის თანახმად, კვლავ აუცილებელ პირობად რჩება პირბადეების გამოყენება და ხელების ჰიგიენური დამუშავება.

„სპორტული ღონისძიებებისას, ძირითადად ფეხბურთის მატჩის ჩატარებისას, ან ფეხბურთის შეჯიბრში მონაწილეობისას, სტადიონზე დამსწრეების ადგილი ისე უნდა მოინიშნოს, რომ დასაჯდომი ადგილების 33%, მესამედი იყოს დაკავებული. დამსწრეები სტადიონზე 2 სკამის გამოტოვებით უნდა განთავსდნენ.

შიდა დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადის გამოყენება აუცილებელია. შეჯიბრში მონაწილეთათვის და დამსწრეებისთვის სავალდებულოა ხელის ჰიგიენის დაცვა 70%-იანი სპირტის შემცველი ხსნარით.

შეჯიბრში მონაწილეებმა მინიმალურად უნდა გამოიყენონ საერთო სპორტული ინვენტარი, გარდა ბატუტისა და ბურთისა.

მატჩის შემდგომ უნდა ჩატარდეს დასაჯდომი ადგილების დეზინფექცია. ასევე, უნდა იყოს გაკრული აბრები ყველასთვის, რომ არ ჩამოართვან ხელი ერთმანეთს და დაიცვან დისტანცია.

სტადიონზე დამსწრეების ნახევარზე ნაკლები უნდა შევიდეს.

სპორტის სხვა სახეობების, კალათბურთის, ხელბურთის, ან ფრენბურთის შემთხვევაშიც, აღნიშნული რეკომენდაციები იმოქმედებს“, - განაცხადა ქეთევან დარცმელიამ.

ამასთან, გულშემატკივრები სტადიონზე შესვლამდე თერმოსკრინინგს გაივლიან.

იხილეთ ვიდეო: სტადიონებზე გულშემატკივრები 2 სკამის გამოტოვებით განთავსდებიან

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა