თურქეთის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც სოციალურ მედიას არეგულირებს, კრიტიკა მოჰყვა

თურქეთის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომელიც სოციალურ მედიას არეგულირებს და რომელიც, კრიტიკოსების თქმით, ხელს შეუწყობს ცენზურის ზრდას და დაეხმარება ხელისუფლებას, ჩაახშოს განსხვავებული აზროვნება. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. მათი ცნობით, კანონპროექტს მხარი დაუჭირა პრეზიდენტ რეჯეფ თაიიპ ერდოღანის პარტიამ, რომელიც მოკავშირე ნაციონალისტურ პარტიასთან ერთად უმრავლესობას ფლობს.

ახალი კანონმდებლობის განხილვა სამშაბათს დაიწყო, მისი მიღება კი პარლამენტმა გამოაცხადა. კანონი მოითხოვს, უცხოურმა სოციალური მედიის საიტებმა თურქეთში მყოფი წარმომადგენლები დანიშნონ, რათა მათ ის საკითხები გადაწყვიტონ, რაც ხელისუფლების მიერ შინაარსთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას ეხება. კანონში ასევე მითითებულია იმ მასალების წაშლის ვადები, რასაც ხელისუფლება ეწინააღმდეგება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი რეგულაციებით შესაძლოა, კომპანიებს ჯარიმები დაეკისროთ, დაებლოკოთ რეკლამები, ან შეეზღუდოთ წვდომა თავიანთ საიტებზე.

როგორც "როიტერსი" იტყობინება, მას შემდეგ, რაც თურქეთის მთავარი მედიასაშუალებები ბოლო ათწლეულის განმავლობაში მთავრობის კონტროლის ქვეშ მოექცა, მოსახლეობა კრიტიკული ხმის გასაჟღერებლად სოციალურ მედიაზე, შედარებით მცირე ინტერნეტ საინფორმაციო სააგენტოებსა და დამოუკიდებელ გამოცემებზე გადავიდა. ქვეყნის პრეზიდენტს არაერთხელ გაუკრიტიკებია სოციალური მედია. მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ონლაინ "ამორალური ქმედებების" ზრდა რეგულაციების ნაკლებობით იყო განპირობებული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს