საპარტნიორო ფონდი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ საწყის გასაყიდ ფასს 8 მილიონი დოლარით ამცირებს

საპარტნიორო ფონდი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ საწყის გასაყიდ ფასს დაახლოებით 8 მილიონი დოლარით ამცირებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფონდში განუცხადეს, „ბორჯომი-ლიკანის“ საწყისი ფასი აუქციონზე, რომელიც სასტუმროს გაყიდვის მიზნით მეორედ ცხადდება, 30 მილიონ დოლარამდე იქნება. რაც შეეხება აუქციონის გამოცხადების თარიღს, საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, რომ აუქციონი აგვისტოში გამოცხადდება.

შეგახსენებთ, სასტუმროს გაყიდვის მიზნით საჯარო აუქციონი 2019 წლის 6 დეკემბერს ჩატარდა, თუმცა სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ შესყიდვით, არც ერთი ინვესტორი არ დაინტერესებულა.

საპარტნიორო ფონდი 2018 წლიდან სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ 100%-იანი წილის მფლობელია. გამოცხადებულ აუქციონზე სასტუმროს მინიმალური საწყისი ფასი 37 565 408 აშშ დოლარი იყო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა