იაპონიაში კორონავირუსის 981 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის

იაპონიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 981 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყების დროიდან რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, იაპონიაში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 32 613 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 1 014 ადამიანი დაღუპულია.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ორ პრეფექტურაში - ოსაკასა და აიტიში - ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ით ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. კერძოდ, ოსაკაში ინფიცირების 155, აიტიში კი - 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა