ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს აგვისტოს პირველ რიცხვებში დაასახელებს

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი, დემოკრატი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ის თავის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს აგვისტოს პირველი კვირის განმავლობაში დაასახელებს, ვიდრე საკუთარი პარტიის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად იქნება წარდგენილი.

„როიტერსის“ ცნობით, ბაიდენის მიერ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევის მიმართ საკმაოდ დიდი ინტერესია, ნაწილობრივ იმის გამო, რომ გამარჯვების შემთხვევაში, 78 წლის კანდიდატი აშშ-ს ისტორიაში, ინაუგურაციის დღეს ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტი იქნება. ბაიდენმა პირობა დადო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საბრძოლველად ვიცე-პრეზიდენტად ქალს შეარჩევს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო