დუშეთის მუნიციპალიტეტის ისტორიული უბნების რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა

„მსოფლიო ბანკის“ დაფინანსებით დუშეთის მუნიციპალიტეტის ისტორიული ქუჩების ურბანული განახლების მეორე ფაზა იწყება, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები 18 თვეში უნდა დაასრულოს, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 5 მილიონ 689 ათასი ლარი დაიხარჯება.

„პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია რუსთაველის, ერეკლე მეორის, ჭავჭავაძის, შამანაურის, წმინდა ნინოს და კოსტავას ქუჩების შერჩეულ მონაკვეთებზე განთავსებული შენობა ნაგებობების რეაბილიტაცია.

პროექტით განსაზღვრულია ასევე შედარებით მოშორებით მდებარე ორი განსაკუთრებული ღირებულების მქონე სახლის-ილია ჭავჭავაძის და ეგრეთწოდებული „აპრელოვის“ სახლების რეაბილიტაცია.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ძირითადად თავმოყრილია ისტორიული და მხატვრული თვალსაზრისით ღირებული, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე მე-19-მე-20 საუკუნეების ძეგლები.

პროექტის მიზანს წარმოადგენს აღნიშნული შენობა-ნაგებობების რესტავრაცია-რეაბილიტაცია,მათი პირვანდელი სახით აღდგენა და წარმოჩენა”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია